ოსკარის მფლობელი მსახიობი დაიან კიტონი 79 წლის ასაკში, კალიფორნიაში გარდაიცვალა. ინფორმაციას ჰოლივუდის ვარსკვლავის ოჯახი ადასტურებს.

მსახიობის გარდაცვალების მიზეზი და სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

დაიან კიტონმა პოპულარობა ჯერ კიდევ 1970-იან წლებში, ცნობილ ფილმებში – „ნათლია“, „ენი ჰოლი“, „სიყვარული წესების გარეშე“ და „პირველი ცოლების კლუბში“ შესრულებული როლებით მოიპოვა.

ოსკარზე ოთხჯერ ნომინირებულ მსახიობს კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, როგორც საუკეთესო ქალ მსახიობს, 1978 წელს ფილმში – „ენი ჰოლი“ შესრულებული როლისთვის გადაეცა.

კულტურის კრიტიკოსები აღნიშნავდნენ კიტონის უნიკალურ იმიჯს - მის თვითირონიას, კომედიის ნიჭს და ჩაცმის გამორჩეულ სტილს, ის, როგორც წესი, ჩნდებოდა ქუდით, ყელიანი სვიტერით ან კაცის ჰალსტუხით.

2017 წელს დაიან კიტონს ამერიკის კინოინსტიტუტმა მიანიჭა ჯილდო სამსახიობო მიღწევებისთვის ცხოვრების განმავლობაში.