ევროს შემოღების საკითხი უნგრეთის დღის წესრიგში არ დგას, რადგან ევროკავშირი დაშლის პროცესშია. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა EconomX პორტალთან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს საკითხი ნამდვილად არ იქნება ჩემს დღის წესრიგში“, - განაცხადა მან უნგრეთში ევროს შემოღებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.

ორბანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი დაშლის პროცესშია, „ის ახლა უბრალოდ იშლება“. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, თუ რადიკალური ცვლილებები არ მოხდება, ეს პროცესი გაგრძელდება.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ მას არ სურს, ქვეყანა ევროკავშირთან უფრო ახლოს იყოს, ვიდრე ახლაა და რომ ევროს შემოღება ამ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს.

ორბანმა საერთო ევროპული ვალუტის შემოღების სურვილის არქონა იმითაც ახსნა, რომ მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ, უნგრეთის ეკონომიკაში 150 მილიარდი ფორინტის (451 მილიონ დოლარზე მეტი) ღირებულების ამერიკული ინვესტიციები შევიდა.

ვრცლად rbc – ზე