გამოცემა France Football ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის ვინაობა დაჯილდოების ცერემონიამდე არ გახმაურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზატორები შარშანდელი მიდგომის შენარჩუნებას გეგმავენ და გამარჯვებულის ვინაობას ბოლო მომენტამდე საიდუმლოდ დატოვებენ.
მსგავსი წესი 2025 წელსაც გამოიყენეს, როდესაც „ოქროს ბურთი“ ფრანგმა ფეხბურთელმა უსმან დემბელემ მოიგო. მან საკუთარი გამარჯვების შესახებ მხოლოდ სცენაზე, კონვერტის გახსნის შემდეგ შეიტყო. გავრცელებული ცნობით, წელსაც გამარჯვებულის ვინაობა წინასწარ არც თავად ფეხბურთელს ეცოდინება და არც მის კლუბს.
გამარჯვებულისთვის შედეგის წინასწარ გაუმხელლობა ახალი პრაქტიკა არ არის. ბოლო წლებში ორგანიზატორები ცდილობენ, დაჯილდოების ცერემონიაზე სიურპრიზი შეინარჩუნონ და გამარჯვებული უშუალოდ ღონისძიების დროს გამოაცხადონ.
2026 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს, ლონდონის „პალადიუმის“ თეატრში გაიმართება. ღონისძიება ინგლისის დედაქალაქში პირველად ჩატარდება და „ოქროს ბურთის“ ისტორიაში საიუბილეო, 70-ე დაჯილდოება იქნება.
ჯილდოს მოგების 30 ნომინანტს შორის საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელიაცაა.