2026 წელს ნავთობზე გლობალური მოთხოვნა დღეში 1.38 მილიონი ბარელით გაიზრდება და 106.52 მილიონ ბარელს მიაღწევს, – ამის შესახებ ნათქვამია OPEC-ის ყოველთვიურ ანგარიშში.
ამგვარად, ალიანსის ანალიტიკოსებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი შეფასება, რომელიც პირველად 2025 წლის აგვისტოში გაჟღერდა.
თავის უახლეს ანგარიშში, OPEC-მა სიმბოლურად შეცვალა 2025 წლისთვის გლობალური ნავთობის მოთხოვნის პროგნოზი 105.14 მილიონი ბარელიდან 105.13 მილიონ ბარელამდე დღეში; მან შეინარჩუნა მოთხოვნის მოლოდინი 2026 წელს 106.52 მილიონ ბარელზე დღეში და 2027 წელს 107.86 მილიონ ბარელზე დღეში (რაც გულისხმობს 2026 წლის პროგნოზირებულ დონესთან შედარებით 1.34 მილიონი ბარელით ზრდას).