არგენტინიდან, მსოფლიოში სიდიდით მესამე ექსპორტიორიდან, სიმინდის ექსპორტი აგვისტოსა და სექტემბერში რეკორდულ 10 მილიონ ტონას მიაღწევს, – ამის შესახებ Reuters–მა განაცხადა.

ეს მაჩვენებლები რეკორდული მოსავლითა და მაღალი საერთაშორისო მოთხოვნით არის განპირობებული, რადგან მყიდველები ეძებენ ალტერნატივებს ომის შედეგად დაზარალებული უკრაინული მარაგებისა და ევროპული სიმინდისთვის, რომლის მოსავალიც ექსტრემალურმა სიცხემ დააზიანა.

მთავრობის შეფასებით, არგენტინაში სიმინდის მოსავალი 71.7 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც თითქმის 20%-ით მეტია ხუთი წლის წინ დამყარებულ წინა რეკორდულ მაჩვენებელზე. არგენტინის მარცვლეულის ექსპორტიორთა და გადამამუშავებელთა პალატის CIARA-CEC-ის ხელმძღვანელმა გუსტავო იდიგორასმა განაცხადა, რომ არგენტინულ სიმინდზე მოთხოვნა გაიზარდა ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნების წყალობით, რომლებიც უკრაინიდან მარცვლეულის ტრადიციული მყიდველები არიან.

არგენტინის სტატისტიკის სააგენტოს INDEC-ის მონაცემებით, 2026 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში ჩრდილოეთ აფრიკაში სიმინდის გადაზიდვები 45%-ით გაიზარდა და 6.5 მილიონ ტონას მიაღწია, ხოლო ამ პერიოდში სიმინდის ექსპორტის ჯამური მაჩვენებელი 15%-ით გაიზარდა.

არგენტინულ მარცვლეულზე მოთხოვნის ცვლილება იმ დროს ხდება, როდესაც დიდი ოდესის უკრაინული პორტები რუსეთის თავდასხმების გამო დაკეტილია, რაც უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს ართულებს. გარდა ამისა, მდინარე დუნაის დონის დაწევამ, რომელიც შავი ზღვის პორტების ალტერნატივას წარმოადგენს, კიდევ უფრო შეზღუდა უკრაინული ექსპორტი.

1-დან 27 აგვისტომდე უკრაინამ თითქმის 1.73 მილიონი ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი გაიტანა ექსპორტზე, ივლისის იმავე 27 დღის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 3.29 მილიონი ტონა იყო. ხორბლის, სიმინდის და ქერის კომბინირებული ექსპორტი ივლისში თითქმის 2.43 მილიონი ტონიდან აგვისტოში 740 000 ტონამდე შემცირდა, რაც 69.5%-იან კლებას წარმოადგენს. მათი წილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მთლიან ექსპორტში 73.9%-დან 42.9%-მდე შემცირდა.

ვრცლად liga.net – ზე