ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული სეზონი დასრულდა. ცნობილია პლეიოფისა და პლეიინის ყველა წყვილი.

დასავლეთ კონფერენცია | პლეიოფი:

(1) „ოკლაჰომა“ – (8) პლეიინის გამარჯვებული

(4) „ლეიკერსი“ – (5) „ჰიუსტონი“

(3) „დენვერი“ – (6) „მინესოტა“

(2) „სან ანტონიო“ – (7) პლეიინის გამარჯვებული

პლეიინი:

მატჩი მე-7 და მე-8 ადგილზე გასულ გუნდებს შორის:

„ფინიქსი“ – „პორტლენდი“

მოგებული პლეიოფში მიიღებს მე-7 განთესვის ნომერს და „სან ანტონიოს“ შეხვდება, წაგებულს კიდევ ერთი შანსი დარჩება.

მატჩი მე-9 და მე-10 ადგილზე გასულ გუნდებს შორის:

„კლიპერსი“ – გოლდენ სტეიტი“

გამარჯვებული გავა „ფინიქსი“-„პორტლენდის“ წყვილში წაგებულზე. ამ მატჩში მოგებული პლეიოფში მიიღებს მე-8 განთესვის ნომერს და „ოკლაჰომას“ შეხვდება.

აღმოსავლეთ კონფერენცია | პლეიოფი:

(1) „დეტროიტი“ – (8) პლეიინის გამარჯვებული

(4) „კლივლენდი“ – (5) „ტორონტო“

(3) „ნიუ იორკი“ – (6) „ატლანტა“

(2) „ბოსტონი“ – (7) პლეიინის გამარჯვებული

პლეიინი:

მატჩი მე-7 და მე-8 ადგილზე გასულ გუნდებს შორის:

„ფილადელფია“ – „ორლანდო“

მოგებული პლეიოფში მიიღებს მე-7 განთესვის ნომერს და „ბოსტონს“ შეხვდება, წაგებულს კიდევ ერთი შანსი დარჩება.

მატჩი მე-9 და მე-10 ადგილზე გასულ გუნდებს შორის:

„შარლოტი“-მაიამი“

გამარჯვებული გავა „ფილადელფია“-„ორლანდოს“ წყვილში წაგებულზე. ამ მატჩში მოგებული პლეიოფში მიიღებს მე-8 განთესვის ნომერს და „დეტროიტს“ შეხვდება.

პლეიინის შეხვედრები 14 აპრილს დაიწყება.

1tv.ge