შვედურ - ამერიკულმა თვითმფრინავების მწარმოებელმა კომპანია Heart Aerospace-მა, მსოფლიოში უდიდესი, სრულიად ელექტრო თვითმფრინავის – X1-ის პირველი ფრენა შეასრულა. კომპანიამ ინფორმაცია ხუთშაბათს თავის ვებსაიტზე გაავრცელა.

X1-ის თვითმფრინავმა პირველი 27-წუთიანი ფრენა 12 აგვისტოს შეასრულა და მიწიდან 335 მეტრის სიმაღლეზე აფრინდა. კომპანიის შეფასებით, პირველი ფრენის დროს თვითმფრინავმა დაახლოებით 5 დოლარის ღირებულების ელექტროენერგია მოიხმარა.

„Heart Aerospace“ ვარაუდობს, რომ ელექტრო თვითმფრინავების საოპერაციო ხარჯები მინიმუმ 40%-ით ნაკლები იქნება, ვიდრე ამჟამინდელი რეგიონალური თვითმფრინავების და ეს უპირატესობა დროთა განმავლობაში მხოლოდ გაიზრდება ელემენტების ტექნოლოგიის განვითარებისა და ავიაციის გადასახადებსა და ემისიებთან დაკავშირებულ გადასახადებზე ნაკლები დამოკიდებულების წყალობით.

ვრცლად liga.net – ზე