გამოცემა U.S. News & World Report-მა 2026 წლის ჯანდაცვის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში საუკეთესო ჯანდაცვის სისტემა ისლანდიას აქვს. მეორე ადგილს ნორვეგია იკავებს, მესამეს დანია, ხოლო ხუთეულს შვეიცარია და იაპონია ასრულებენ.
რეიტინგის პირველ ათეულში ევროპული ქვეყნები დომინირებენ.
U.S. News & World Report-ის 2026 წლის ჯანდაცვის რეიტინგის ტოპ 10 ასე გამოიყურება:
ისლანდია
ნორვეგია
დანია
შვეიცარია
იაპონია
ავსტრალია
სამხრეთ კორეა
სინგაპური
შვედეთი
ისრაელი.
რეიტინგი სამი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით შედგა: სიკვდილიანობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა და სამედიცინო მომსახურების ხარისხი.
შეფასებისას გათვალისწინებულია ისეთი მაჩვენებლებიც, როგორებიცაა სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, დედათა სიკვდილიანობა, იმუნიზაციის მოცვა, საავადმყოფოების საწოლებისა და ექიმების რაოდენობა, ასევე მოსახლეობის საყოველთაო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა.