ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პსჟ-თან (0:2) მატჩის შემდეგ „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა TNT Sports-თან ინტერვიუში თამაში შეაფასა და გიორგი მამარდაშვილი შეაქო.
„გაგვიმართლა, რომ მხოლოდ 0:2 წავაგეთ. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის მისაღები შედეგი იყო, რადგან შანსი გვრჩება და შეგვიძლია, ვითარება „ენფილდზე“ გამოვასწოროთ.
„პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩში ჩვენს გუნდში საუკეთესო გიორგი მამარდაშვილი იყო, მან დუეს, ჰაკიმისა და კვარაცხელიას რთული დარტყმები მოიგერია. მისი დამსახურებაა, უფრო მეტი ბურთი რომ არ გავუშვით და დიდი ანგარიშით არ დავმარცხდით.
„რეალისა“ და „ბაიერნს“ მატჩს ვუყურე და ვნახე, როგორ ითამაშა მანუელ ნოიერმა, როგორი მნიშვნელოვანი ფიგურაა ის მიუნხენელთა გუნდისთვის. ვფიქრობ, ზუსტად ეს გააკეთა ჩვენთვის დღეს მამარდაშვილმაც, იმდენი რთული ბურთი მოიგერია. მას სჭირდება მსგავსი თამაში პსჟ-ის მსგავსი გუნდის წინააღმდეგ. როდესაც მამარდაშვილის თამაში დაგვჭირდა, ისეთი შეხვედრები ჩაატარა, როგორიც გვსურდა“.