ჰიბრიდულმა მანქანა-თვითმფრინავმა AirCar-მა, რომელიც სლოვაკეთში შეიქმნა,  მგზავრთან ერთად პირველი ფრენა შეასრულა.

Auto Evolution პორტალის მიხედვით, მანქანა ელექტრონული მუსიკის პიონერმა ჟან-მიშელ ჟარმა გამოცადა.

ჰიბრიდულმა სპორტულმა მანქანამ და თვითმფრინავმა საჰაერო ვარგისობის სერტიფიკატი ჯერ კიდევ 2022 წელს მიიღეს. საწვავი საკმარისია 1000 კმ ფრენისთვის, ხოლო დაშვების შემდეგ ფრთები სხეულში იკეცება და შეგიძლიათ ის გზის გასწვრივ მართოთ.

AirCar-ს შეუძლია გადაიყვანოს ორი ადამიანი, რომელთა საერთო წონა 200 კგ-მდეა და აჩქარდეს 300 კმ/სთ-მდე. მნიშვნელოვანი ისაა, რომ მფრინავი ტაქსის პროტოტიპებისგან განსხვავებით, ამ ტრანსფორმატორს არ შეუძლია ვერტიკალურად აფრენა და დაშვება. მას სჭირდება ასაფრენი ბილიკი. გარდა ამისა, მანქანიდან თვითმფრინავში ტრანსფორმაციას 2 წუთი და 15 წამი სჭირდება.

AirCar-ის გაყიდვები ამ წელს არის დაგეგმილი, მაგრამ ფასი ჯერ არ გამოცხადებულა. გაიდლაინი არის სადღაც $500 000-დან მილიონ დოლარამდე. მანქანის მართვისთვის საჭიროა გქონდეთ პილოტის მოწმობა.