ლუვრის დირექტორმა ლორენს დე კარმა მუზეუმის შენობების ავარიულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საფრანგეთის კულტურის სამინისტროს მიმართა – იტყობინება ხუთშაბათს ევროპული მედია.

მუზეუმის დირექტორი კულტურის მინისტრისადმი მიწერილ წერილში საუბრობს „ლუვრის შენობის დაზიანებაზე, რომელთაგან ზოგიერთი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია“.

დე კარის თქმით, ზოგიერთ მათგანს წყლის შეღწევის რისკი ემუქრება, ზოგი კი ტემპერატურის მნიშვნელოვან რყევებს განიცდის, რაც საფრთხეს უქმნის ხელოვნების ნიმუშების უსაფრთხოებას.

დე კარმა დაასკვნა, რომ ლუვრს სჭირდება კაპიტალური რემონტი, რაც სავარაუდოდ ძვირი და ტექნიკურად რთული იქნება.

interfax