ვალენსიიდან“ გიორგი მამარდაშვილის დამატებამდე „ლივერპული“ კიდევ ორი მეკარის კანდიდატურას განიხილავდა – ამის შესახებ გამოცემა The Times-ი წერს.

„გიორგი მამარდაშვილის შეძენამდე პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონი სხვა კანდიდატებსაც განიხილავდა – სიაში იყვნენ ლუკას შევალიე, რომელიც მაშინ „ლილში“ თამაშობდა, და დიოგო კოშტა, რომელიც „პორტუს“ ღირსებას იცავდა.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც „ლივერპულმა“ ქართველი მეკარე აირჩია, მისი სატრანსფერო ფასი იყო. შევალიე პსჟ-ში 49 მილიონ ფუნტად გადავიდა, რაც მამარდაშვილის ტრანსფერზე 20 მილიონით მეტია. „ლივერპულში“ დროის უკან დაბრუნება არ შეუძლიათ, ამიტომ მათ მამარდაშვილთან მუშაობა უნდა განაგრძონ.

მამარდაშვილს კი „ლივერპულში“ სადებიუტო სეზონში ფორმის გაუმჯობესება დასჭირდება. მერსისაიდელები იმედოვნებენ, რომ ალისონის არყოფნაში ქართველი მეკარე საუკეთესო ფორმაში იქნება და თავდაჯერებულად ითამაშებს. ბრაზილიელის დაბრუნებამდე მამარდაშვილი „ლივერპულის“ ძირითად შემადგენლობაში იქნება, მათ შორის 8 აპრილს ჩემპიონთა ლიგაზე „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩშიც“, – წერს The Times-ი.

1tv.ge