„გალათასარაი“ გიორგი მიქაუტაძის შესაძენად „ლიონისთვის“ რეკორდულ შეთავაზებას ამზადებს, – ამის შესახებ ინფორმაციას turkiyetoday ავრცელებს.

„წინა შეთავაზებები უარყოფილი იყო, მაგრამ „გალათასარაი“ ფეხბურთელის ტრანსფერისთვის თანხას კიდევ უფრო გაზრდის.

თუ ეს ტრანსფერი განხორციელდა, „გალათასარაი“ კლუბის წინა რეკორდს გადააჭარბებს. მიქაუტაძის შეძენა კლუბის სურვილს ასახავს, შეინარჩუნოს ლიდერობა თურქეთის სუპერლიგაში და გააძლიეროს შეტევა ევროპული წარმატებისთვის.

„გალათასარაიმ“ თავდაპირველად 18 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა „ლიონმა“ ეს თანხა უარყო და 25 მილიონი ევრო მოითხოვა. სტამბოლის კლუბმა, შესაძლოა, შეთავაზება 20 მილიონ ევრომდე ან უფრო მეტად გაზარდოს. თუ გარიგება 23 მილიონ ევროზე გაფორმდება, მიქაუტაძე „გალათასარაის“ ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი გახდება და გაბრიელ სარას შარშანდელ რეკორდს (18 მილიონი ევრო) გადააჭარბებს.

მიქაუტაძე პერსპექტიული ქართველი თავდამსხმელია, რაც მას „გალათასარაის“ გრძელვადიან აქტივად აქცევს. მისი მაღალი სატრანსფერო ფასი ასახავს კლუბის სურვილს, უმაღლესი დონის ტალანტები მოიზიდოს“, – წერს თურქული გამოცემა.

1tv.ge