ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ სოციალური ქსელი LinkedIn 310 მილიონი ევროთი დააჯარიმა, მომხმარებელთა პირადი მონაცემების მიზნობრივი რეკლამისთვის უკანონოდ გამოყენების გამო. „ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ ირლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებელი RTÉ იტყობინება.

მაუწყებლის ცნობით, გამოძიებით გამოვლინდა მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) დარღვევა, რაც მონაცემთა დამუშავების კანონიერებას, სამართლიანობასა და გამჭვირვალობას ეხება.

GDPR-ის სპიკერი დე ჰოგანი ამტკიცებს, რომ კანონის სამივე ნაწილში იყო „ნაკლოვანებები“.