ცნობილმა ინტერნეტგამოცემამ, The Athletic-მა შეადგინა 100 საუკეთესო ფეხბურთელის რეიტინგი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატში.
სიაში პირველი ადგილი დაიკავა საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა, კილიან მბაპემ. შემდეგ მოდიან ერლინგ ჰალანდი და ლამინ იამალი.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის 10 საუკეთესო ფეხბურთელი The Athletic-ის ვერსიით:
- კილიან მბაპე (საფრანგეთი)
- ერლინგ ჰალანდი (ნორვეგია)
- ლამინ იამალი (ესპანეთი)
- ჰარი კეინი (ინგლისი)
- პედრი (ესპანეთი)
- ჯუდ ბელინგემი (ინგლისი)
- ვინისიუსი (ბრაზილია)
- ლიონელ მესი (არგენტინა)
- კევინ დე ბრუინი (ბელგია)
- ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია)
აღსანიშნავია, რომ პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი კრიშტიანო რონალდო რეიტინგში 25-ე ადგილზე გავიდა.