იტალიაში,სან დორლიგო დელა ვალეში,  მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით ქართველი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, პოლიცია აედევნა ეჭვმიტანილს, რა დროსაც ქართველმა მანქანის მართვაზე კონტროლი დაკარგა და გზიდან გადავარდა.

მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ცნობილია, მიგრანტებმა გაქცევა შეძლეს და მათ პოლიცია ეძებს.