ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში მდებარე ალ-მაღაზის ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმა დაადასტურეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს

თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რვა მცირეწლოვანი.

„ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაარტყა ტერორისტულ ობიექტს,“ – განუცხადა „სიენენს“ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა.