"ირანის ხალხი მსოფლიოსგან ელოდება იმას, რაც ჩვენ უკრაინაში 24 თებერვალს გვჭირდებოდა, როდესაც რუსეთის [უკრაინაში სრულმასშტაბიანი] შემოჭრა დაიწყო - ერთიანობას, სიმტკიცეს და სისწრაფეს. დიახ, სისწრაფეს - სისწრაფეს მხარდაჭერაში," - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირანის მსგავს რეჟიმებს დრო არ უნდა მიეცეთ. როცა მათ დრო აქვთ, ისინი მხოლოდ უფრო მეტ ადამიანს კლავენ. ისინი დაუყოვნებლივ უნდა შევაჩეროთ - სწორედ ისე, როგორც ეს უნდა მომხდარიყო აიათოლას შემთხვევაში ყველა იმ ომის შემდეგ, რომელიც მისმა რეჟიმმა გააჩაღა და ყველა იმ სიცოცხლის შემდეგ, რომელიც შეიწირა, და ასევე პუტინის შემთხვევაში - საქართველოს ომის შემდეგ, სირიის შემდეგ, 2014 წლის შემდეგ და ყირიმის ოკუპაციის შემდეგ." - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.