ირანმა „გადასახადი“ დააწესა სავაჭრო გემებზე, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გადიან, ყველაზე მნიშვნელოვან საზღვაო მარშრუტზე, რომლის გავლითაც მსოფლიოში ნავთობის მარაგების მეხუთედი და თხევადი ბუნებრივი აირის ტვირთების 30%-მდე გადის. ამის შესახებ გუშინ „ლოიდს ლისტმა“ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა.
გამოცემის ინფორმაციით, ირანი ტანკერებს ჰორმუზის სრუტეში, 2 მლნ დოლარის სანაცვლოდ, გავლის უფლებას აძლევს. თუმცა, ირანზე დაწესებული სანქციების გათვალისწინებით, გაურკვეველია, თუ როგორ ხორციელდება ეს გადახდა.