შეერთებული შტატები ორი ბელორუსული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ სანქციებს ხსნის. ამის შესახებ აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კოულმა განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მინსკში 19 მარტს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, - იუწყება ბელარუსის ოფიციალური სააგენტო „ბელტა".
ჯონ კოულმა განაცხადა, რომ „აშშ ხსნის სანქციებს ბელინვესტბანკის, განვითარების ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ“.
გარდა ამისა, კოულმა ბელორუსის კალიუმის წარმოების წინააღმდეგ სანქციების მოხსნაზეც ისაუბრა, რომლის შესახებ განცხადება ასევე გაკეთდა 2025 წლის დეკემბერში გამართული მოლაპარაკებების წინა რაუნდის დროს. აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის ბოლო განცხადებების თანახმად, ეს საკითხი საბოლოოდ მოგვარებულია.