ირანელ რეპერს ანტისამთავრობო გამოსვლების გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ირანელი რეპერი, თუმაჯ სალეჰი თავის სიმღერებში 2022 წელს მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებულ გამოსვლებს უჭერდა მხარს.

სალეჰი 2022 წლის ოქტომბერში მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად საჯარო განცხადებები გააკეთა. 2023 წლის ივლისში მას ექვსი წლით და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, ხოლო მიმდინარე წლის იანვარში ახალი ბრალდებები წაუყენეს, რის გამოც სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. როგორც ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ირანის მთავრობას აღნიშნულის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.