მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა, თავის ქონებას 62 მილიარდი დოლარი შემატა.
მასკის xAI Holdings-მა მიმდინარე თვის დასაწყისში კერძო ინვესტორებისგან 20 მილიარდი დოლარი მოიზიდა. Forbes-ის შეფასებით, ამ გარიგებამ xAI Holdings-ში მასკის 49%-იანი წილის ღირებულება 62 მილიარდი დოლარით გაზარდა და 122 მილიარდ დოლარს მიაღწია.
Forbes-ის ვარაუდით, მალე ილონ მასკი პირველი ადამიანი გახდება, რომლის ქონებაც $800-მილიარდიანი ნიშნულს გადალახავს.