საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, მკვეთრად გაზარდა 2026 წელს ნავთობის გლობალური მიწოდების შემცირების პროგნოზი - 1.5 მილიონი ბარელიდან დღეში 3.9 მილიონ ბარელამდე, – ამის შესახებ ორგანიზაციის ყოველთვიურ ანგარიშშია ნათქვამი.
ანალიტიკოსები ამჟამად პროგნოზირებენ, რომ ნავთობის გლობალური მიწოდება წელს 2025 წლის 106.2 მილიონი ბარელიდან დღეში 2026 წლის 102.2 მილიონ ბარელამდე შემცირდება.
მიმდინარე პროგნოზის ფარგლებში, IEA 2026 წლის პირველ კვარტალში ნავთობის გლობალური მიწოდების მოცულობას დღეში 103.6 მილიონ ბარელამდე აფასებს (წინა შეფასების შესაბამისად), მეორეში - 95.3 მილიონ ბარელამდე დღეში (ადრე - 98.4 მილიონი ბარელი დღეში), მესამეში - 102.9 მილიონ ბარელამდე დღეში (ადრე - 107.8 მილიონი ბარელი დღეში), მეოთხეში - 107.2 მილიონ ბარელამდე დღეში (ადრე 108.8 მილიონი ბარელი დღეში).