აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი თანმხლები პირები, რომელთა შორის იყვნენ Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი და ილონ მასკი, ჩინეთის ლიდერის, სი ძინფინგის ორდღიან სამიტზე დასასწრებლად ჩინეთში, პეკინში ჩავიდნენ.
ტრამპს ასევე დელეგაციაში თან ახლავს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი.
სამიტი ძირითადად ვაჭრობას შეეხება, თუმცა ასევე მოიცავს სხვა მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ომი ირანში, ჰორმუზის სრუტე, ჩინეთისა და ტაივანის ურთიერთობა და ტაივანისთვის შეიარაღების მიწოდება.
ტრამპი ჩინეთში ბოლოს 2017 წელს იყო, მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს.