ლუქს კლასის სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა იტალიურმა კომპანია Lamborghini–მ სამშაბათს განაცხადა, რომ მისი შემოსავალი 29.6 პროცენტით გაიზარდა და 895.2 მილიონ ევროს მიაღწია, რაც გამოწვეულია მისი ახალი Revuelto–ს და Urus SE–ს ჰიბრიდული მოდელების მიმართ გლობალური მოთხოვნის მაღალი მაჩვენებლით, გლობალური რთული გარემოს მიუხედავად.
გერმანული Volkswagen Group-ის შემადგენლობაში შემავალმა Lamborghini-მ ასევე დააფიქსირა 248.1 მილიონი ევროს ოდენობის საოპერაციო მოგება (EBIT), რაც 32.8%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.