ღონისძიებების ინდუსტრიის საბჭომ (The Events Industry Council, EIC) გამოაქვეყნა გლობალური ღონისძიებების ბარომეტრი 2025 წლის პირველი კვარტალისთვის. მაჩვენებლები ასახავს გლობალური ბიზნეს შეხვედრების უმნიშვნელო შემცირებას 2024 წლის ბოლოდან, თუმცა კვლავ მაღალია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

RFP აქტივობის ინდექსი, რომელიც წარმოადგენს ღონისძიებების პროფესიონალების მიერ კვარტალში წარდგენილი წინადადებების მოთხოვნების რაოდენობას, 2019 წლის დონის 90%-ს შეადგენდა. ეს 2024 წლის მეოთხე კვარტალის დონეზე დაბალია, მაგრამ ოდნავ მაღალია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (87).

2025 წლის პირველ კვარტალში ნომრების ფასმა, რომელიც შემოთავაზებულ იქნა მოთხოვნაზე, საშუალოდ 2019 წლის დონის 129% შეადგინა, რაც სასტუმროების ფასების აღდგენაზე მიუთითებს.

ვრცლად buyingbusinesstravel–ზე