ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის, ევროსტატის, გადახედილი მონაცემების თანახმად, ევროზონის ეკონომიკა 2025 წლის მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 0.2%-ით გაიზარდა. შედეგი დაემთხვა როგორც ადრე გამოცხადებულ მაჩვენებელს, ასევე ანალიტიკოსების კონსენსუსის პროგნოზს.

ივლის-სექტემბერში მშპ-ს ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.4% შეადგინა, მაშინ როცა ადრე 1.3%-იანი ზრდა იყო ცნობილი. ექსპერტები ამ მაჩვენებლის გადახედვას არ ელოდნენ.

შედარებისთვის, მეორე კვარტალში ევროზონის ეკონომიკა კვარტალში 0.1%-ით, ხოლო წლიურად 1.5%-ით გაიზარდა.

ევროკავშირის მშპ ივლის-სექტემბერში კვარტალურად 0.3%-ით, ხოლო წლიურად 1.6%-ით გაიზარდა. მეორე კვარტალში ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 0.2% და 1.6% იყო.

ეს მშპ-ს სამი შეფასებიდან მეორეა. საბოლოო მონაცემები 6 დეკემბერს გამოქვეყნდება.

წყარო: Interfax