ევროზონაში სამომხმარებლო ფასები ივნისში წინა წელთან შედარებით 2%-ით გაიზარდა, – წინასწარ მონაცემებს ევროსტატი ავრცელებს.
ამგვარად, ინფლაცია მაისში 1.9%-თან შედარებით დაჩქარდა.
ეს მაჩვენებელი დაემთხვა Trading Economics-ის მიერ მოყვანილ ანალიტიკოსების კონსენსუსის პროგნოზს.
ევროზონაში სამომხმარებლო ფასების ზრდა ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მიზნობრივ მაჩვენებელთან არის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მარეგულირებელმა მოახერხა ინფლაციის კონტროლის ქვეშ აყვანა.