ევროპარლამენტის ვაჭრობის კომიტეტმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმებას მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ევროპარლამენტის ვაჭრობის კომიტეტში შეთანხმებას მხარი 29 ხმით 9-ის წინააღმდეგ დაუჭირეს.

ევროკავშირსა და აშშ-ის შორის 2025 წლის ივლისში მიღწეული სავაჭრო შეთანხმება, რომელიც ევროკავშირიდან ექსპორტზე გატანილ საქონელზე 15%-იან ტარიფებს ითვალისწინებს, ახლა კენჭისყრისთვის ევროპარლამენტს გადაეგზავნება.

ცნობისთვის, სავაჭრო შეთანხმების შესახებ ევროპარლამენტის ვაჭრობის კომიტეტში კენჭისყრა მიმდინარე წლის დასაწყისში უნდა გამართულიყო, თუმცა გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარის ფონზე და მის მიერ ახალი ტარიფების დაწესების შემდეგ, კომიტეტმა კენჭისყრა რამდენჯერმე გადადო.

წყარო: ipn.ge