ევროკომისიამ სანქციების გვერდის ავლის აკრძალვის შესახებ ევროკავშირის დირექტივის შეუსრულებლობის გამო 18 ქვეყნის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
დირექტივა წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს, რომ მათი ეროვნული სისხლის სამართლის კანონმდებლობა ევროკავშირის მოთხოვნებთან მოარგონ. ეს მიზნად ისახავს ევროკავშირის სანქციების დარღვევების გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ხელშეწყობას ყველა წევრ სახელმწიფოში.
დირექტივის განხორციელების ბოლო ვადა 2025 წლის 20 მაისი იყო. დღეისთვის 18 წევრ სახელმწიფოს არ შეუტყობინებია კომისიისთვის მათი სრული განხორციელების შესახებ. ეს ქვეყნებია: ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთი, გერმანია, ირლანდია, საბერძნეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, ხორვატია, იტალია, კვიპროსი, უნგრეთი, მალტა, ავსტრია, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია და პოლონეთი. პროცედურაში ჩართულ ქვეყნებს ორი თვე აქვთ ბრიუსელში პასუხების გასაგზავნად და ევროკავშირის რეგულაციების განსახორციელებლად.
ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნები თუ არ შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს, ევროკომისია საქმეს ევროკავშირის სასამართლოში გადაამისამართებს.