ევროპაში ავტომობილების გაყიდვები ზედიზედ ერთ წელზე მეტია იზრდება და ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ელექტრომობილები თამაშობენ. ამის შესახებ Bloomberg-ი ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

მათი მონაცემებით, აგვისტოში ახალი ავტომობილების რეგისტრაცია 21%-ით გაიზარდა და 904,5 ათასი ერთეული შეადგინა. ელექტრომობილების გაყიდვები მას შემდეგ გაორმაგდა, რაც  ევროკომისიამ ჩინურ ელექტრომობილებზე ანტისუბსიდირების გამოძიება დაიწყო.

ასოციაცია გაყიდვების დიფერენციაციას ქვეყნების მიხედვით არ აკეთებს და არ აღწერს თითოეული მწარმოებელს ტრანსმისიის დონეს. მაგრამ ელექტრომობილებზე მოთხოვნა, რომელიც ევროკავშირში გაყიდვების 20%-ს პირველად აჭარბებს, მიუთითებს იმაზე, თუ რატომ ცდილობენ ჩინური კომპანიები ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას.

ავტომწარმოებლები იმ დანაკლისის შევსებას ცდილობენ, რაც პანდემიის გამო ავტონაწილების ხანგრძლივი დეფიციტის დროს დაგროვდა. თუმცა, გაყიდვები ჯერ კიდევ ერთი მეოთხედით ნაკლებია პანდემიამდელ დონეზე.