ევროკავშირმა წამოიწყო ახალი ინიციატივა COMPASS-AI, რომელიც შექმნის პირობებს ჯანდაცვაში ხელოვნური ინტელექტის (AI) უსაფრთხო და ეფექტური გამოყენებისთვის – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ინიციატივის პრიორიტეტები კიბოს მკურნალობა და სამედიცინო მომსახურების მიწოდება იქნება შორეულ რაიონებში. ინტერაქტიულ ციფრულ პლატფორმაზე, ევროპის ქვეყნები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას და გაცვლიან ცოდნას ჯანდაცვაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სფეროში.
მათ შეეძლებათ შეიმუშაონ სახელმძღვანელო პრინციპები ხელოვნური ინტელექტის კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვისთვის და ასევე აცნობონ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ ჯანდაცვის მუშაკებს, საავადმყოფოს ადმინისტრაციას და პაციენტებსაც კი.
ინიციატივა გათვლილია იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტი დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჯანდაცვის განვითარებას.