საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პლეიოფში ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება – ეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული წილისყრის შედეგად გაირკვა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა B2 ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა და B ლიგის მომავალ სეზონში ადგილის შესანარჩუნებლად პლეიოფს ითამაშებს. ნიონში გამართულ წილისყრაზე A/B და B/C ლიგებს შორის აღზევება-დაქვეითებისთვის რვა წყვილი დაკომპლექტდა.
ჩრდილოეთ მაკედონია – კვიპროსი
ესტონეთი – რუმინეთი
საქართველო – ფარერები
ბელარუსი – ისრაელი
საქართველო, როგორც უფრო მაღალი დივიზიონის წარმომადგენელი, განთესილი იყო და მეტოქედ უფრო დაბალი, C დივიზიონის გუნდი შეხვდა. წყვილის პირველ მატჩებს ჩვენი მეტოქე უმასპინძლებს, საქართველოს ნაკრები კი საკუთარ არენაზე საპასუხო შეხვედრას გამართავს.
პირველი მატჩები 2027 წლის 25-27 მარტს გაიმართება, ხოლო საპასუხოები — 28-30 მარტს.