თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის საგრძნობლად გაზრდის ამბიციური გეგმა გამოაცხადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთსა და უკრაინას შორის წლიური ვაჭრობის მოცულობა $10 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი აქტიურად შეუწყობს ხელს უკრაინის აღდგენას. მანვე აღნიშნა, რომ პროცესი თურქი მეწარმეების მხარდაჭერით წარიმართება, რომელთა საქმიანობაც უკრაინის ტერიტორიაზე, ომის მიუხედავად მაინც გრძელდება.