ერ-რიადის მეტრო ოფიციალურად შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც მსოფლიოში ყველაზე გრძელი უპილოტო მატარებლების ქსელი. მისი საერთო სიგრძე 176 კმ-ია. ქსელი ექვსი ხაზისა და 85 სადგურისგან შედგება.

მეტროპოლიტენის ყველა ტრანსპორტი სრულად ავტომატიზებულია და ხორციელდება მატარებლის მძღოლების მონაწილეობის გარეშე, ცენტრალური საკონტროლო ოთახების მეშვეობით, რომლებიც აღჭურვილია უწყვეტი მონიტორინგისა და ოპერატიული კონტროლისთვის.

ერ-რიადის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა, რომელიც მოიცავს როგორც მეტროს, ასევე ავტობუსებს, შექმნილია ურბანული მობილობის გასაუმჯობესებლად და სატრანსპორტო ნაკადების რეგულირებისთვის, სამეფოს მცხოვრებლებისა და ვიზიტორების მოხერხებულობისთვის.

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე