რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა 2026 წლის ბიუჯეტს, ომზე რეკორდული დანახარჯებით.
თანხების თითქმის 40% არმიასა და უსაფრთხოების სტრუქტურებისთვისაა გამოყოფილი.
ეს არის შეიარაღებულ ძალებზე რეკორდული დანახარჯების მაჩვენებელი საბჭოთა კავშირის შემდეგ და მკაფიო სიგნალი იმისა, რომ კრემლი უახლოეს მომავალში მშვიდობას არ გეგმავს.
გარდა ამისა, რუსეთი ამკვიდრებს ახალ გადასახადებს, ამიტომ პრაქტიკაში ომის დაფინანსება მოუწევს მოსახლეობას, გაზრდილი საგადასახადო წნეხისა და სოციალური პროგრამების შემცირების ხარჯზე.