დრონებით თავდასხმის შემდეგ, რუსეთის ნოვოროსიისკის მარცვლეულის ტერმინალმა მუშაობა შეაჩერა, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, გასულ ღამეს უკრაინამ ნოვოროსიისკის მარცვლეულის ტერმინალზე დრონებით იერიში მიიტანა.

„ტერმინალმა მუშაობა შეაჩერა და გამოწვეული ზარალის შეფასება მიმდინარეობს“, - განაცხადა გამოცემის წყარომ.

ტერმინალის მფლობელმა კომპანია Demetra Holding-მა თავდასხმის შედეგად ტერმინალის დაზიანება დაადასტურა.

ნოვოროსიისკის მარცვლეულის ტერმინალის დაზიანების მასშტაბი ჯერჯერობით უცნობია.

ipn.ge