Google-ში ყველა დროის ყველაზე ხშირად ძებნადი ადამიანი დონალდ ტრამპია. გამონაკლისი არც 2025 წელი იყო.

ამერიკის პირველ პირს საკამათო და სადაო ბრძანებების მიღებით კვლავაც ყველაზე ხშირად ეძებდნენ საძიებო სისტემაში. Google trends-ის მონაცემებით, 2025 წლის განმავლობაში ტრამპი 111 303 670-ჯერ მოიძიეს.

რეიტინგის მეორე ადგილზეა პოპ-ვარსკვლავი ტეილორ სვიფტი, რომელიც Google-ში ძებნის თვალსაზრისით, ტრამპის მერე ყველაზე პოპულარული პერსონაა. სვიფტის სახელი 19 684 700 -ჯერ მოიძებნა.

ტოპ-ათი ყველაზე მოთხოვნადი ადამიანის რეიტინგი, ვისაც ყველაზე ხშირად ეძებდნენ Google-ში, ასე გამოიყურება:

  • დონალდ ტრამპი - 111 303 670-ჯერ მოძებნეს;
  • ტეილორ სვიფტი - 19 684 700 -ჯერ მოძებნეს.
  • დრეიკი - 15 327 139-ჯერ მოძებნეს;
  • ილონ მასკი - 15 162 163-ჯერ მოძებნეს;
  • არიანა გრანდე - 11 542 270-ჯერ მოძებნეს;
  • ბილი აილიში - 8 038 299-ჯერ მოძებნეს;
  • ლედი გაგა - 7 839 924-ჯერ მოძებნეს;
  • კრიშტიანუ რონალდუ - 7 818 223-ჯერ მოძებნეს;
  • შაკირა - 6 914 548-ჯერ მოძებნეს;
  • Bad Bunny - 6 844 760-ჯერ მოძებნეს.

www.bpn.ge