ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციები მის მიერ დაანონსებულ 50-დღიან ვადაზე ადრე დაწესდეს.

მისივე თქმით, მიმდინარე ვითარებას აკვირდებიან.

„ჩვენ ვაკვირდებით მთელ ამ ვითარებას. შესაძლოა, მეორადი სანქციების დაწესება მოგვიწიოს“, –  განაცხადა ტრამპმა

კითხვაზე, შესაძლებელი არის თუ არა, რომ სანქციები 50-დღიან ვადაზე ადრე დაწესდეს, მან უპასუხა: „დიახ, შეიძლება“.