2024 წლის მარტიდან მიმდინარე წლის მარტამდე პერიოდში დიდ ბრიტანეთში შეცდომით 262 პატიმარი გაათავისუფლეს. ეს 128%-ით მეტია, ვიდრე 2023 წლიდან 2024 წლამდე პერიოდის მაჩვენებელი, წერს Sky News მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან 233 ადამიანი გაათავისუფლეს, სასამართლოებიდან კი - 29.