ამერიკულმა ავიაკომპანია Spirit Airlines-მა, რომელიც ფინანსურ სირთულეებს განიცდის, გამოაცხადა, რომ ამცირებს ფრენების განრიგს რასთან დაკავშირებითაც სამუშაო ადგილებს შეამცირებს და ასევე გაყიდის ზოგიერთ თვითმფრინავს.

ღონისძიებების განხორციელება, რაც ავიაკომპანიას ხარჯებზე მთლიანობაში 80 მილიონი დოლარის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს, 2025 წლის დასაწყისისთვის არის დაგეგმილი.

„ხარჯების შემცირება ძირითადად მიიღწევა პერსონალის შემცირებით ფრენების მოსალოდნელი მოცულობის შესაბამისად“ - აღნიშნულია შეტყობინებაში.

ავიაკომპანია Airbus–ის 23 თვითმფრინავს, რომლებიც წარმოებულია 2014-2019 წლებში, მიყიდის GA Telesis-ს, რომელიც ტექნიკურ მომსახურებას უწევს საავიაციო ტექნიკას.

გაყიდვიდან მიღებული თანხები, ისევე როგორც თვითმფრინავებთან დაკავშირებული დავალიანების დაფარვა, Spirit-ს დაახლოებით 225 მილიონი აშშ დოლარის ლიკვიდურობას მიაწვდის 2025 წლის ბოლომდე.

Spirit-ის სიმძლავრე დაეცა 1.2%-ით მესამე კვარტალში და კომპანია ელის, რომ მეოთხე კვარტალში კიდევ 20%-ით შემცირდება.

Spirit-ს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს მას შემდეგ, რაც მისი გარიგება JetBlue Airways Corp-თან ჩაიშალა. ბოლოს ავიაკომპანიამ წლიური მოგება გამოაქვეყნა COVID-19 პანდემიამდე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საჰაერო მგზავრობაზე მოთხოვნა აღდგა, Spirit–ი და სხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდავები კვლავ განიცდიან სირთულეებს.

ოქტომბრის დასაწყისში The Wall Street Journal-მა განაცხადა, რომ Spirit-მა შესაძლოა გაკოტრების პროცესი დაიწყოს. გაზეთის ცნობით, Frontier Group, რომელიც ფლობს Frontier Airlines, კვლავ განიხილავს Spirit-ის შეძენას. Frontier ახლოს იყო Spirit-ის ყიდვასთან 2022 წელს, როდესაც მან კონკურენტი ავიაკომპანია 2,9 მილიარდ დოლარად შეაფასა. თუმცა, იმ მომენტში, JetBlue-მ შესთავაზა Spirit-ს უფრო ხელსაყრელი პირობები - და ავიაკომპანიამ მიატოვა გარიგება Frontier-თან.

2024 წლის დასაწყისიდან Spirit-ის კაპიტალიზაცია 85%-ით შემცირდა.

interfax