ჩინელ მილიარდერს სუი ბოს, რომელიც ვიდეოთამაშების კომპანიას Duoyi Network მართავს, ამერიკის შეერთებულ შტატებში სუროგატი დედების დახმარებით 100-ზე მეტი ბავშვი გაუჩნდა, - ინფორმაციას Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბიზნესმენი „დინასტიის“ შექმნას გეგმავს.

ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ს ანგარიშებში, რომლებიც, სავარაუდოდ, ბოს ეკუთვნის, ნაპოვნია პოსტები იმის შესახებ, რომ „მეტი ბავშვის გაჩენას ყველა პრობლემის გადაჭრა შეუძლია“. სხვა პოსტებში ბიზნესმენი ოცნებობდა იმაზე, თუ როგორ შეძლებდნენ მისი შვილები ილონ მასკის შვილებზე დაქორწინებას.

Wall Street Journal-ი წერს, რომ ჩინელ ბიზნესმენებს შორის საზღვარგარეთ სუროგატი დედების გამოყენება მზარდი ტენდენციაა. ასე ისინი ცდილობენ „შეურყეველი დინასტიების შექმნას“ ჩინეთის საზღვრებს გარეთ, რადგან ქვეყანაში სუროგატობა აკრძალულია.