2024 წლის შემოდგომაზე, ბუტანის სამეფოში ერთადერთი ღვინის ქარხანა, საკუთარი ყურძნის ღვინოს გამოუშვებს. ამის შესახებ Decanter–ი წერს.  

გამოცემის ცნობით, ღვინოს აწარმოებს Bhutan Wine Company, რომელიც დააარსეს ამერიკელებმა მაიკლ იურგენსმა და ენ კროსმა ბუტანის მთავრობასთან პარტნიორობით.

ტერუარს, სადაც ყურძენი მოჰყავთ უწოდებენ Land of the Thunder Dragon (ჭექა-ქუხილის დრაკონის მიწა)

როგორც ღვინის ქარხნის ვებგვერდზეა ნათქვამი, ბუტანს აქვს უნიკალური კლიმატი, რომელიც იძლევა მაღალი ხარისხის ყურძნის მოყვანის საშუალებას. უფრო მეტიც, 2019 წლის აპრილამდე ის სახელმწიფოში საერთოდ არ იყო მოყვანილი. ბუტანის ღვინის კომპანიამ ქვეყანაში ამ ინდუსტრიის განვითარება ნულიდან დაიწყო.

rbc