2026 წელს ბუქარესტში ჩასულ მოგზაურებს ახალი ტურისტული გადასახადის გადახდა მოუწევთ, სასტუმრო ინდუსტრიის მხრიდან მზარდი უკმაყოფილების მიუხედავად.

თვის დასაწყისში ბუქარესტის მუნიციპალურმა საბჭომ გამოაქვეყნა დედაქალაქში ტურიზმის ხელშეწყობის სპეციალური გადასახადის პროექტი. სულ რაღაც ოთხი დღის შემდეგ, სამშაბათს, 23 დეკემბერს, ეს ღონისძიება დამტკიცდა, რამაც შეშფოთება გამოიწვია თანხების გამოყენების „კონკრეტული გეგმის“ არარსებობასთან დაკავშირებით.

ოფიციალური პირების თქმით, გადასახადი, რომელიც, სავარაუდოდ, ყოველწლიურად 15 მილიონ რუმინულ ლეის (დაახლოებით 2.9 მილიონი ევროს) გამოიმუშავებს, ქალაქს ტურისტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაციაში დაეხმარება. 

ვრცლად euronews – ზე