ნავთობის ფასები ორშაბათს დღისით შემცირებისკენ გადავიდა, გასული კვირის მკვეთრი ზრდის შემდეგ. ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent–ის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსები 0.44 დოლარით (0.67%-ით) დაეცა და ბარელზე 65.5 დოლარი შეადგინა.
დეკემბრის WTI-ის ფიუჩერსები NYMEX-ზე 0.43 აშშ დოლარით (0.7%-ით) დაეცა და ბარელზე 61.07 აშშ დოლარი შეადგინა.