ნავთობის საორიენტაციო ფასები ხუთშაბათს დღის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობს.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent–ის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსები 1.49 დოლარით (1.4%-ით) დაეცა და ბარელზე 104.57 დოლარი შეადგინა.
WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსები NYMEX-ზე 0.15 აშშ დოლარით (0.16%-ით), ბარელზე 95.24 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
ოთხშაბათს Brent-ის ნავთობის ფასი 0.35%-ით, ხოლო WTI-ის - 1.01%-ით გაიზარდა.
ინვესტორები აფასებენ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას, ასევე ვაშინგტონის მიერ ნავთობის ტრანსპორტირების ღირებულების შემცირების მცდელობის პოტენციურ შედეგებს.