საფონდო ბირჟაზე ყავის ფასები დაეცა ბრაზილიაში, მსოფლიოში ყავის უმსხვილეს მიმწოდებელში, უხვი მოსავლის მოლოდინების გამო, – იუწყება Reuters-ი.
არაბიკას ყავის ფიუჩერსები ნიუ-იორკში ვაჭრობისას 0.2%-ით, ფუნტზე 3.0785 აშშ დოლარამდე დაეცა, რაც ხუთი თვის მინიმუმია.
ბრაზილიაში ყავის ახალი მოსავალი, რომელიც რამდენიმე თვეში დაიწყება, შესაძლოა რეკორდულ 75.8 მილიონ ტომარას მიაღწიოს, – მოჰყავს სააგენტოს კომპანია EISA–ს პროგნოზი. ერთი ტომარა 60 კგ-ს იწონის.
EISA ვარაუდობს, რომ არაბიკას ყავის მოსავალი 48 მილიონ ტომარას, ხოლო რობუსტას - 27.8 მილიონ ტომარას მიაღწევს.