გლობალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა გაუარესდა გაზრდილი გაურკვევლობისა და დიდი ხნის ეკონომიკური კავშირების გაწყვეტის ფონზე, ნათქვამია საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) ყოველწლიურ ანგარიშში.
ფინანსურმა ბაზრებმა მნიშვნელოვანი არასტაბილურობა განიცადეს სავაჭრო პოლიტიკასთან დაკავშირებული ხშირი, არაპროგნოზირებადი განცხადებების საპასუხოდ.
საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი 1930 წელს დაარსდა. ის მონეტარული და ეკონომიკური კვლევების ცენტრია. BIS მონაწილეობს ცენტრალური ბანკების ფინანსურ ტრანზაქციებში და მოქმედებს როგორც აგენტი ან რწმუნებული საერთაშორისო ფინანსურ ტრანზაქციებში. ბანკის ცენტრალური ოფისი მდებარეობს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში.