ავსტრალიურმა სამთომომპოვებელმა კომპანია BHP Group-მა ბრიტანული Anglo American-ის ყიდვის მცდელობაზე უარი თქვა. ავსტრალიური გიგანტის განცხადებაში ნათქვამია, რომ BHP-მ შემდგომი მოლაპარაკებები გამართა Anglo-ს დირექტორთა საბჭოსთან, თუმცა გაერთიანებას აღარ განიხილავს.

„BHP კვლავაც თვლის, რომ Anglo American-თან გაერთიანებას ძლიერი სტრატეგიული უპირატესობები ექნება და ყველა დაინტერესებული მხარისთვის მნიშვნელოვან ღირებულებას შექმნის, მაგრამ ამავე დროს BHP დარწმუნებულია საკუთარი ორგანული ზრდის სტრატეგიის მაღალ მიმზიდველ პოტენციალში“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობის თანახმად, BHP-ს ექვსი თვის განმავლობაში არ შეეძლება Anglo-სთვის შეთავაზებების წარდგენა.

ვრცლად interfax - ზე