ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვა და „ნაპოლი“ ამ დრომდე ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ, ქართველი თავადმსხმელის აგენტებმა კი „ბარსელონასთან“ მოლაპარაკება დაიწყეს – ინფორმაციას SKY sport Italia ავრცელებს.

„ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ერთ-ერთი გრანდის, „ბარსელონას“ ყურადღების ცენტრში მოექცა. კატალონიელები ქართველი გარემარბით არიან დაინტერესებულნი, რომელიც „ნაპოლის“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჯერაც ვერ შეუთანხმდა. „ბარსელონა“ ფლანგის მოთამაშეებს ეძებს, ლა ლიგის კლუბისთვის, კვარაცხელიას გარდა, რაფაელ ლეაოც ერთ-ერთი სასურველი კანდიდატია. კვარაცხელიას კონტრაქტის გარშემო შექმნილი სიტუაცია ჯერჯერობით ბუნდოვანია – ქართველის გარემოცვა და პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კვლავ ვერ თანხმდებიან. ვნახოთ, რა შეიძლება მოხდეს“ – წერს SKY sport Italia.

SKY sport Italia-ს გარდა, კვარაცხელიას აგენტებისა და „ბარსელონას“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ცნობილმა ესპანურმა გაზეთმა, Sport-მაც გაავრცელა, რომელიც „ბარსელონასთან“ დაახლოებული გამოცემაა და როდესაც ის კლუბის ამბებზე წერს, ამაში ყოველთვის გარკვეული სიმართლეა, ეს კი იმის დასტურია, რომ მოლაპარაკება მკვდარი წერტილიდან დაიძრა.

1tv.ge